ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 2026 წლის 24-25 აპრილს გამართავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - ივანე ჯავახიშვილი - 150.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
საქართველოს ისტორია; მსოფლიო ისტორია, ქართული ლიტერატურა; ლიტერატურათმცოდნეობა; თარგმანმცოდნეობა; ენათმეცნიერება; ქართული ენა; კავკასიოლოგია; ეთნოლოგია-ანთროპოლოგია; არქეოლოგია; ფილოსოფია; ხელოვნების ისტორია და ვიზუალური ხელოვნება; კულტურის კვლევები; სოციალური მეცნიერებები; ეკონომიკა, ეკონომიკის ისტორია; სამართალი და სამართლის ისტორია; ფსიქოლოგია, განათლების მეცნიერებები; მედიცინა.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 31 მარტამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili150@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი; ekaterine.navrozashvili@tsu.ge
იხ. თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word ) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების
კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG
ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300-300 სიტყვა.
12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
საკვანძო სიტყვები;
თეზისების ძირითადი ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე - 12 ზომის შრიფტით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, არასწორად გაფორმებული თეზისები არ მიიღება!